GE

GCNG-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, საქართველოს პარლამენტში წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტისა და ადვოკატირების სტრატეგიის სამუშაო ვერსიები განიხილეს. ადვოკატირების სტრატეგია მიზნად ისახავს ადვოკატირების მიდგომების დანერგვას საჯარო-კერძო დიალოგის ინსტიტუციონალიზაციისა და ბიზნესგარემოსთვის პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების მიზნით.

შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის ეკონომიკური რეფორმების ირგვლივ დიალოგის განმტკიცებას და პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის მდგრადი პლატფორმის შექმნას.

გააზიარე: