GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა კორპორაციული მდგრადობის, სტანდარტებისა და წარმატებული პრაქტიკის შესახებ ვორქშოფი გამართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, 12 აპრილს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “უნარები წარმატებისთვის” – ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდა მეწარმე ელჩთა პროგრამის მონაწილეებისთვის ვორქშოფი გამართა. ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს კორპორაციული მდგრადობის სტანდარტები და პრაქტიკა გააცნო.

პროექტს კონრად ადენაუერის ფონდი, “გადავარჩინოთ ბავშვები – საქართველოს”, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

გააზიარე: