GE

ვირტუალური ფორუმი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით, გუშინ გამართულ ვირტუალურ ფორუმზე მონაწილეობა მიიღო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა.

ფორუმზე გაიმართა მსჯელობა გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების ირგვლივ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კონტექსტში; საკუთარი ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, მოწვეულმა სპიკერებმა განიხილეს სფეროში არსებული გამოწვევები და პროგრესი.

ფორუმზე, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად გატარებული რეფორმების შესახებ; განიხილა მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის მნიშვნელობა. საუბრისას, მან ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის როლის მნიშვნელობას დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებაში,  და კომპანიების მიერ შიდა საჩივრის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას.

კითხვა-პასუხის ნაწილში, ზურაბიშვილმა ისაუბრა მთავრობის მიმართ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, რომელიც გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით მომზადდა.

გააზიარე: