GE

UNGCNG-ის და გამოცემა The Economist-ის ლიცენზიანტის Georgia Today ჯგუფის ორგანიზებით ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაიმართა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და მსოფლიოში წამყვანი გამოცემა „ეკონომისტის“ ლიცენზიანტის, Georgia Today ჯგუფის ორგანიზებით, 18 იანვარს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი 2023“ გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, „Georgia Today” ჯგუფის დამფუძნებელმა და ჟურნალ „ეკონომისტის“ გამომცემელმა საქართველოში, გიორგი შარაშიძემ, საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერმა, თინათინ გენებაშვილმა და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალურმა მენეჯერმა, ივა ტრიფონოვმა გახსნეს.

ფორუმის პირველ ნაწილში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა ბიზნესისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის – ღირსეული სამუშაოსა და ეკონომიკური ზრდის შესრულების შესახებ ისაუბრეს; მეორე პანელი კი დასაქმების ადგილას მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნის შესახებ მსჯელობას დაეთმო.

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროექტის – „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიების პარტნიორები: „Georgia Today“ და შერატონ გრანდ თბილისი მეტეხიპალასი“.

გააზიარე: