GE

ტრენინგი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრებისთვის

30 ივნისს და 1 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობით გაიმართა ტრენინგი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) იმპლემენტაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ანგარიშგების ვალდებულების შესახებ. ტრენინგს თიბისი ბანკმა უმასპინძლა.

ტრენინგს უძღვებოდნენ დანიაში მოღვაწე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ექპერტი – ნინა დადალაური(ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი – სალომე ზურაბიშვილი (გლობალური შეთანხმების ანგარიშგების თემაზე).

ქალთა გაძლიერების პრინციპები არის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შემუშავებული 7 პრინციპი, რომელიც მიზნად ისახავს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, თანაბარი შესაძლებლობების მიცემის და ქალთა როლის გაზრდის გზით ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის შექმნას.

ტრენინგის მიზანი იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა, სამუშაო ადგილებზე ქალთა გაძლიერების საჭიროებისა და მისი სასარგებლო შედეგების წარმოჩენა. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, ქალთა გაძლიერების პრინციპის და ამ პრინციპების პრაქტიკაში განხორციელების გზების შესახებ. ტრენინგი მოიცავდა,როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე,პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ქალთა როლის გაძლიების მექანიზმებზე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების შემთხვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის საშუალებებზე.

ტრენინგის მეორე დღე დაეთმო გაეროს გლობალური შეთანხმების ანგარიშგების ვალდებულებას და მის მნიშვნელობას. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ანგარიშგების სხვადასახვა საერთაშორისო მეთოდს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები გაეროს გლობალური შეთანხმების ანგარიშის- „კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (COP)”,მოსამზადებლად. აგრეთვე გაიგეს, თუ როგორ აქციონ ქალთა გაძლირების პრინციპები კომუნიკაციის (COP) ერთ-ერთ ნაწილად.

ტრენინგი CSR კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 30 ივნისს დაიწყო და 9 ივლისს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, მასტერკლასები, საინფორმაციო შეხვედრები და აქციები იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც მოიცავს თანამედროვე სოციალური პასუხისმგებლობა მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში.

გააზიარე: