GE

თამარ ღუნაშვილი

თამარ ღუნაშვილი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდს, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე, 2022 წელს შეუერთდა.

თამარს მედიასა და საჯარო სამსახურში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს.

2008-2022 წლებში თამარი იკავებდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწის, მოგვიანებით კი საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის პრესცენტრის მთავარი სპეციალისტის პოზიციას. საჯარო სამსახურში დასაქმებამდე,  სტაჟირებას გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ასევე, საქმიანობდა საგამომცემლო სახლ „ნავიგატორში“.

თამარი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა (ბაკალავრის ხარისხი)  და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ევროპარლამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მონაწილე.