GE

სალომე ხაჩიაური-სოლტაუ

სალომე ხაჩიაური-სოლტაუ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდს 2021 წლის სექტემბრიდან შემოუერთდა გარმოსდაცვითი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელის რანგში. სალომეს აქვს ინოვაციების და გარემოსდაცვის მიმართულებით მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. მანამდე ის იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი. 2019 წლის აპრილიდან სალომე ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ,,ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტს“ (TTPP), რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სამეცნიერო კვლევების კერძო ბიზნესში კომერციალიზაცია. ასევე, სალომე 2019-2020 წლებში მუშაობდა ქ. სტოქოლმში დაფუძნებული ფონდის – “Entreprenerus Without Borders” პროექტის ხელმძღვანელად. მანამდე სალომე მუშაობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო დეპარტამენტში.

სალომეს ფლობს მაგისტრის ხარისხს ,,ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლისა და ინტელექტურალური საკუთრების საერთაშორისო სამართლის“ მიმართულებით ლუნდის უნივერსიტეტში (2010-2012) და ბაკალავრის ხარისხი სამართალში, კავკასიის უნივერსიტეტში (2005-2009). ასევე, სალომე წარმოადგენს შვედეთის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული მდგრადი მეწარმეობისა და ლიდერობის პროგრამის (BALTICLEAD, 2018) კურსდამთავრებულს.