GE

ნინო ლიპარტელიანი

ნინო ლიპარტელიანი ჩვენს გუნდს სტაჟიორის პოზიციაზე 2021 წლის ივლისში შემოუერთდა. იმის მიუხედავად, რომ ნინო გუნდის ყველაზე პატარა წევრია, მას აქვს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება – ის მოხალისეობრივად იყო ჩართული საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის აქტივობებში და, ამასთან ერთად, აქვს იურიდიულ საკითხებზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. Ნინო, თავისი გამოცდილებითა და შემართებით მალევე გახდა ჩვენი გუნდის შეუცვლელი წევრი – ის ერთდროულად რამდენიმე პროექტის აქტივობებშია აქტიურად ჩართული. 2022 წლის სექტემბრიდან ის იკავებს კორპორაციული მდგრადობის აკადემიის კოორდინატორის პოზიციას. Ნინო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მეოთხე კურსის სამართლის სტუდენტია, ხოლო სექტემბრიდან, წინასწარი ჩარიცხვის საფუძველზე, სწავლას გააგრძელებს GBSB-ის Global Business School-ში ბიზნესისა და ინოვაციების მაგისტრატურის კურსზე, ბარსელონაში.