GE

ნინო კვანტრიშვილი

ნინო კვანტრიშვილს აქვს სტრატეგიული და კორპორაციული მდგრადობის კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. ნინო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდის წევრი 2020 წლიდან გახდა და ამჟამად არის მდგრადობისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი.

მანამდე ნინო იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2019-2020). ნინო მუშაობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში (2011-2014; 2016-2019). ასევე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში და იყო პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილების უფროსი (2014-2017). ნინოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კორპორაციული მდგრადობის, მდგრადობის ანგარიშგებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მიმართულებით. ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების, მედია და ღონისძიებების მენეჯმენტის, კვლევისა და ანალიზის მიმართულებით.

ნინო კვანტრიშვილს აქვს მასტერის ორი ხარისხი მედია კომუნიკაციებში (ვებსტერის უნივერსიტეტი 2012-2013) და მედია კომუნიკაციების მენეჯმენტში (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი-ჯიპა 2006-2008). მიღებული აქვს სტანსტორიმანსის სახელობის სტიპენდია. ბაკალავრის ხარისხი კი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სატელევიზიო ჟურნალისტიკა (2001-2005 წლები