GE

ლევან ახვლედიანი

ლევან ახვლედიანი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარედ 2020 წელს აირჩიეს.

ლევან ახვლედიანს გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების მართვის მიმართულებით. მრავალი წლის განმავლობაში ის მართავდა სხვადასხვა ინდუსტრიების წამყვან ორგანიზაციებს. ლევანი გახლავთ კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი და ასევე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სერთიფიცირებული მაგისტრი პროექტების მართვის  მიმართულებით.

ამჟამად, ლევან ახვლედიანი გახლავთ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ გენერალური დირექტორი და მის გუნდთან ერთად საქართველოს უმსხვილეს ლიდერ კომპანიებში უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი ვენდორების უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას.  პარალელურ რეჟიმში, ლევან ახვლედიანი არის საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პარტნიორი ტრენერი და უძღვება გაყიდვების მიმართულებით არსებულ საერთაშორისო კურსებს.

ლევან ახვლედიანს მოპოვებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები ორგანიზაციების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.