GE

ბაკურ კვარაცხელია

ბაკურ კვარაცხელია ორგანიზაციას 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა. მანამდე ის მუშაბობდა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის მოადგილის თანამდებობაზე. ბაკურს გააჩნია როგორც დიპლომატიურ და საჯარო სამსახურში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ესტონეთში და ინდოეთში საქართველოს საელჩოებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ბაკური არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული არაერთი გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებული. ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს.