GE

ანა დგებუაძე

ანა დგებუაძე ორგანიზაციაში ადმინისტრაციული და შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე 2020 წლიდან მუშაობს. 

მას 2012 წელს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი,  სადაც მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. ამის შემდეგ გააგრძელა სწავლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მიიღო მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით.

2011 წლიდან მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და რამოდენიმე საადვოკატო ბიუროში სამართლებრივი და ადმინისტრაციული მიმართულებით. ასევე მუშაობდა კერძო ბიზნესში ტურიზმის მიმართულებით, სადაც ჩართული იყო მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში.