GE

,,სიდა“ მონაწილეობას იღებს კონფერენციაში Global Compact +15 Europe

13-14 ოქტომბერს, ბერლინში გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ორგანიზებით იმართება კონფერენცია Global Compact +15 Europe, რომელშიც მონაწილეობას იღებს ,,სიდას” წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი.

სიდა, როგორც გაეროს გლობალ კომპაქტის წევრი და ორგანიზაციის პარტნიორი გლობალ კომპაქტის ადგილობრივი ქსელის დაარსებაში საქართველოში, ჩართულია კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება კორპორაციული მდგრადობისა და გაეროს გლობალ კომპაქტის მომავალს ევროპაში.

კონფერენციის ფარგლებში ხდება ინფორმაციის გაცვლა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე, მდგრადი ბიზნეს საქმიანობის წარმართვისა და მდგრადობის კომპოტენტის ინტეგრირებაზე ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში.

კონფერენციას ესწრება გლობალ კომპაქტის აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის მასშტაბით წამყვანი ბიზნესის წარმომადგენლები, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები.

,,სიდა” ასევე მიწვეულია გლობალ კომპაქტის ევროპის ადგილობრივი ქსელების რეგიონულ შეხვედრაზე (Europe – Local Networks Regional Meeting) რომელიც გაიმართება 15-16 ოქტომბერს ბერლინში.

„სიდა“ გლობალ კომპაქტს 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა და იმავე თვეს დაიწყო მოლაპარაკებები გაეროს გლობალური შეთანხმების, გლობალ კომპაქტის, ცენტრალურ ოფისთან, რათა საქართველოში დაარსდეს გლობალ კომპაქტის ადგილობრივი ქსელი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ,,სიდას” მიერ განხორციელებული აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მიერ.

გააზიარე: