GE

შეხვედრა კახა იმნაძესთან და სანდა ოჯიამბოსთან

გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი სანდა ოჯიამბო, შეხვდა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ კახა იმნაძეს.შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი ლანა ჩხარტიშვილი. შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გაეროს გლობალურ შეთანხმებასა და საქართველოს წარმომადგენლობას შორის. ასევე ხაზი გაესვა ადგილობრივი ქსელის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და წარმატებულ აქტივობას საქართველოში, კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიღწევაში. ამასთან, ელჩმა გაამახვილა ყურადღება ადგილობრივი ქსელის გაზრდის და გაძლიერების მნიშვნელობაზე.

გააზიარე: