GE

თრეველ გაიდმა მდგრადი მოდის პლატფორმა „გარაჟი“შექმნა

„გარაჟი“ სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფია, რომელიც მდგრადი მოდის / slow fashion პლატფორმას წარმოადგენს. ჯგუფშია ვირტუალური მაღაზია, სადაც მომხმარებელებს შეუძლიათ გაყიდონ და შეიძინონ, როგორც ახალი, ისე მეორეული ტანსაცმელი, შესძინონ ტანსაცმელს „მეორე“ სიცოცხლე „გარაჟულ“ ფასად.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ჯგუფში დღეში აქტიურად 30 000­მდე მომხმარებელია. ჯგუფის მომხმარებლების 100% ქალია, 1000­მდე ქალს აქვს მცირე ბიზნესი და შესაბამისად, აქტიურად იყენებენ ჯგუფს. ჯგუფი განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში, როდესაც ბევრი ქალი დარჩა სამსახურის გარეშე, მათ ბიზნეს საქმიანობა ახლა „გარაჟში“ განაგრძო ამასთან, ჯგუფი დაეხ­ მარა მათ პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებთან გამკლავებაში (ონლაინ გაყიდვა, პროდუქტის რეკლამა). ჯგუფს მართავს კომპანიის გუნდი და მომხმარებლებს სთავაზობენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ უფრო სწრა­ ფად და მარტივად გაყიდონ პროდუქცია.

SDG 5 გენდერული თანასწორობა

თრეველ გაიდი და მისი პლატფორმა „გარაჟი“ ხელს უწყობენ ქალებს აწარმოონ ბიზნეს საქმიანობა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. ამდენად, აღნიშნული პროექტი ეხმიანება მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს.

SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება

გარდა გენდერული თანასწორობისა, პლატფორმა „გარაჟი“ მნიშვნელოვანია მდგრადი მოხმარებისა და ცირკულური ეკონომიკის წახალისებისათვის. ამდენად, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია