GE

ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეები

საქართველოში პირველად საერთო სამუშაო სივრცეების მიმართულება “ტერმინალმა“ შექმნა. კომპანია ამ მიმართულებით სწრაფად მზარდია – 4 წელში გახსნა „ტერმინალის“ 5 ფილიალი. „ტერმინალი“ მოიცავს სრულად აღჭურვილ 800 ინდივიდუალურ სამუშაო სივრცეს, 52 ოფისით, ინტერნეტით, 24/7 ხელმისაწვდომობით, 28 შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებით. მყუდრო სამუშაო გარემოს ქმნის სამუშაო სივრცეების დიზაინი.

„ტერმინალის“ ხედვაა მეტი საერთო სივრცის – ბიზნესის, სტარტაპებისა და კერძო პირებისათვის სამუშაო პლატფორმის – შექმნა, რაც მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, კომპანიას სჯერა, რომ „ტერმინალი“ საზოგადოებისათვის სოციალურ როლსაც ასრულებს – ერთიანებს სხვადასხვა ადამიანს, ქმნის გამოცდილების, ცოდნისა და მოტივაციის გაზიარების შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ „ტერმინალი“ ქართული ბრენდია, ის ბაზარზე ფუნქციონირებს ევროპული სტანდატებით და კონკურენციას უწევს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს ამ მიმართულებით. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ 2020 წელს ტერმინალი გახდა „EuroAsian Startup Awards”  გამარჯვებული საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცეების (co-working სივრცეების) კატეგორიაში.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია