GE

თეგეტა მოტორსის კამპანია #პროფესიასარაქვსგენდერი ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად

კომპანია თეგეტა მოტორსისათვის ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ქალთა გაძლიერების პროგრამის ფარგლებში თეგეტა მოტორსი თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ახალი ხედვის განსახორციელებლად ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტშია ჩართული. ქალთა გაძლიერების მიზნით, „თეგეტა მოტორსი“  კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის — მოძრაობა ცვლილებისთვის პარტნიორი და მხარს უჭერს პროექტს „პროფესიას არ აქვს გენდერი“.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

#პროფესიასარაქვსგენდერი კამპანიის მიზანია ქალთა გაძლიერება და ასევე, წარმატებული და პროფესიონალი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. ამასთან, სფეროში, რომელშიც თეგეტა მოტორსი ოპერირებს, ცალსახად შესამჩნევია ქალთა ჩართულობა. შესაბამისად, თეგეტა მოტორსი მიზნად ისახავს შეცვალოს სტერეოტიპები და გააძლიეროს ქალები ამ მიმართულებით, წაახალისოს და გადაამზადოს ქალი მექანიკოსები, ტექნიკოსები და  სფეროსთან დაკავშირებული სხვა პროფესიები. აღნიშნული პროექტიც სწორედ ამ მიზანს ისახავს, რამდენადაც, კომპანიას მიაჩნია, რომ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით სექტორში მომუშავე კომპანიების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

SDG 5 გენდერული თანასწორობა

„პროფესიას არ აქვს გენდერი“ კამოანიისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით, თეგეტა მოტორსი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის – გენდერული თანასწორობის –  განხორციელებას. პროექტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შეირჩა 5 ქალი, რომლებმაც თეგეტა აკადემიაში გაიარეს გადამზადება, საბოლოო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი გათვალისწინებულია მათი დასაქმება კომპანიაში. 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია