GE

„საქართველოს რკინიგზა“ და მისი საქმიანობა გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად

„საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობის პოლიტიკა, ორიენტირებულია ქალების დასაქმებისა და კომპანიის განვითარებაში მათი როლის ამაღლებისკენ. დარგი, როგორც ქალების დასაქმების შესაძლებლობა, დაბალი პოპულარობით გამოირჩევა. ამდენად, კომპანია მუშაობს რამდენიმე მიმართულებით:

რატომ არის მნიშვნელოვანი?

როგორც აღინიშნა, „საქართველოს რკინიგზა“ ქალთა გაძ₾იერების ხელშესაწყობად რამდენიმე მიამარულებით მუშაობს. ერთი მხრივ, შიდა ნორმატიული აქტები დაფუძნებულია თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციულ ქმედებებზე, გარდა ამისა, დამკვიდრებულია სხვადასხვა სახის ინიციატივა და წამახალისებელი ღონისძიებები (დეკრეტული შვებულების პირველი სამი თვის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს 100%-ით ანაზღაურება, ერთჯერადი ფინანსური დახმარება ბავშვების დაბადებისას, მცირეწლოვანი ბავშვის ყოლისას დამატებით 1 საათიანი შესვენება). კომპანიის მიზანია დასაქმების ადგილას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა, პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა.  გარდა ამისა, კომპანია ხელს უწყობს „სარკინიგზო კოლეჯში“ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ქალების ჩართვას. ვინაიდან კომპანიაში ქალების უმეტესობა დასაქმებულია ადმინისტრაციულ, მენეჯერულ და სერვისის მიმართულებით არსებულ პოზიციებზე, „საქართველოს რკინიგზა“ ხელს უწყობს მათ სხვადასხვა პროფესიულ პროგრამაში ჩართვას „სარკინიგზო კოლეჯის“ დახმარებით. კოლეჯი ასევე მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში („World link”-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში-„გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ტექნიკურ და პროფესიულ გაცვლით პროგრამა, ევროკავშირის პროექტი Skills4Jobs) და ახორციელებს არაერთ პროექტს, კამპანიასა და სემინარს ქალი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.

SDG 5 გენდერული თანასწორობა

გამომდინარე კომპანიის საქმიანობიდან გენდერული თანასწორობის მიმართულებით, რაც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს,  როგორც შიდა ნორმატიული აქტებით, ისე დასაქმების პოლიტიკის, საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით. ამდენად,  „საქართველოს რკინიგზა“ ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის მიღწევას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია