GE

საქართველოს ბანკი ქაღალდის გამოყენების შემცირების პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტების ეფექტურ მართვა, გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და მდგრადი მოხმარების ხელშწყობა. საქართველოს ბანკი ცდილობს დანერგოს ბანკი ცდილობს დანერგოს „შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების“ მიდგომა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა, ქაღალდის მოხმარების შემცირება.  გარდა  სპეციფიური ტრანზაქციებისა, საქმიანობის ფარგლებში ხდება ციფრული ჩანაწერების წარმოება და შენახვა. ბანკი ამცირებს ქაღალდის მოხმარებას ციფრული მედიის აქტიურად გამოყენების და უფრო ეფექტური ბეჭდვის გზით.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

2020 წელს ახალი პროექტის ფარგლებში ბანკმა დანერგა ქაღალდის მოხმარების კონტროლის ახალი პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას, უკეთესად გააკონტროლოს ქაღალდის მოხმარება და შეამციროს ქაღალდის ხარჯი. გარდა ამისა, ყველა სერვისცენტრზე ინდივიდუალურადაა განსაზღვრული ქაღალდის მოხმარების მკაცრი ლიმიტი. ეს ღონისძიებები ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად უწყობს მდგრადი მოხმარების ხელშეწყობას, მეორე მხრივ, გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება

აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია მდგრადი განვიტარების მეთორმეტე მიზნის დანერგვისა და მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ხელშესაწყობად. საქართველოს ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად (37%-ით)  შემცირდა ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელი: 2018 წელი – 63კგ; 2019 წელი – 56კგ
2020 წელი – 35კგ.

SDG 13 კლიმატის მდგრადობის მიღწევა

გარდა ნარჩენების შემცირებისა, ქაღალდის გამოყენების შემცირება მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და  ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის. ბოლოს წლებში, გაიზარდა ქაღალდის გადამუშავების მაჩვენებელი: ბანკის მასშტაბით, ქაღალდი გროვდება, ქუცმაცდება და გადამუშავდება ქაღალდის გადამამუშავებელი სპეციალური კომპანიის მიერ. ასევე საქართველოს ბანკი აფინანსებს პროექტებს-სოციალურ საწარმოებს, რომელთა მიზანიც არის ნარჩენების შეგროვება გადამუშავება და მიღებული მასალისან ეკომეგობრული პროდუქციის წარმოებაა. ეს ღონისძიებები კი მნიშვნელოვანია გარემოსადმი უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისათვის.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია