GE

OKI POST-ის კამპანია „აჩუქე მუყაოს ყუთს ახალი სიცოცხლე“ მდგრადი მოხმარების წასახალისებლად

კომპანია Oki Post აქტიურადაა ჩართული მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ხელშწყობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიამ დაიწყო პროექტი „იმპორტირებული მუყაოს ყუთების გადამუშავება”. ამ პროექტით, კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების გაწევისას არსებული ნარჩენების გადამუშავებას მომხმარებლებთან ერთად. მომხმარებლები ოფისში, ამანათის მიღების შემდგომ სპეციალურ გადამამუშავებელ კონტეინერში ათავსებენ მუყაოს შეფუთვებს, მას შემდეგ რაც ამანათს მიიღებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რამდენადაც მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ამასთან, ზრდის კომპანიის თანამშომელთა მოტივაციასა და მომხმარებელთა ნდობას კომპანიის მიმართ.

პროექტი “აჩუქე მუყაოს ყუთს ახალი სიცოცხლე, გადაამუშავე Oki Post­ თან ერთად” და კომპანიის გუნდი გეგმავს, რომ პროექტი პარტნიორ ქვეყნებშიც ­ უკრაინა, მოლდოვა და ყაზახეთი ­ დანერგოს. აღსანიშნავია, რომ Oki Post­მა უარი თქვა და არ აწამროებს დამატებით შეფუთვას  ბრენდირებულ პოლიეთილების პარკებს. დამატებით, კომპანიამ პროექტში ჩართო ბლოგერები ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გასაცნობად, რათა უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს ინიციატივის შესახებ და ხელი შეუწყოს ცირკულარული ეკონომიკის 3R­დან ორი მიმართულების (Reduce და Re­ cycle) დანერგვას საქართველოში.

SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება

Oki Post-ის პროექტის მიზანია მდგრადი მოხმარების წახალისება. პროექტი ასევე ხელს უწყობს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას მომხმარებლებსა და თანამშრომლებში. ამდენად, აღნიშნული პროექტი ეხმიანება და ხელს უწყოს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია