GE

„ლიდერის“ ჭრა-კერვა მოდელირების კურსი და ტრენინგები ქალთა მხარდასაჭერად

 სოციალური საწარმო „ლიდერი“-ს მიზანია, ხელი შეუწყოს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას საგანმანათლებლო მიმართულებით და ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახადოს ქალებისა და გოგონებისათვის, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა. ამ მიზნით, 2016 წლიდან შიდა ქართლში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ქალებს საწარმოს შემოსავლიდან სრულად უფინანსდებათ ჭრა-კერვის მოდელირების კურსები და ტრენინგები სამეწარმეო უნარ­-­ჩვევების გაძლიერებისათვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

აღნიშნული სასწავლო კურსები ხელს უწყობს ქალებს და გოგონებს გაძლიერებასა და დასაქმებაში, ხოლო მეორე მხრივ, სამკერვალო სფეროში კვალიფიციურ კადრებს ამზადებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს დარგის განვითარებას. სასწავლო პროცესში დანერგილია გერმანული მოდელი და მოიცავს 3 მასტერკლასს გერმანელი ექსპერტებისაგან. საწარმოს დაარსებიდან დღემდე გადამზადებულია 236 სოციალურად მოწყვლადი ქალი, მათგან 84 ქალი დასაქმებულია (მათ შორის, თვითდასაქმებული). პროექტი ყოველწლიურად მიმდინარეობს და რაოდენობრივი შედეგი მუდმივად მზარდია 35-45%-ით

SDG 4 ხარისხიანი განათლება

სოციალური საწარმო ლიდერი ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას რეგიონში მცხოვრები გოგონებისა და ქალებისათვის, შესაბამისად, წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის განხორციელებაში.

SDG 5 გენდერული თანასწორობა

ლიდერი ხელს უწყობს რეგიონში მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს განათლების მიღებასა და გადამზადებაში, ამდენად, წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის მიღწევაში.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია