GE

„კრისტალი“-ს BUZZ საქართველოს კომპონენტი – ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერად

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისათვის“ ქალთა გაძლიერება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, “კრისტალმა” 2020 წელს დაიწყო “Buzz Georgia/ბაზ-საქართველო“ კომპონენტის განხორციელება (ხორციელდება USAID-ის და და თეთრი სახლის ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში). „Buzz საქართველოს” მიზანია, პიროვნული განვითარება და სამეწარმეო და ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

Buzz Georgia-ს სატრენინგო მოდული მოიცავს ცოდნის ამარლებას ფინანსურ-სამეწარმეო ნაწილსა და პიროვნულ ზრდას. პროგრამის ფარგლებში -2020-2024 წლებისთვის, Buzz Georgia-ს დახმარებით საქართველოში 1,500-ზე მეტ ქალს ექნება წვდომა ცოდნაზე, მეწარმეობაზე, ფინანსებზე, ბიზნეს სერვისებსა და პიროვნულ ზრდაზე.  გლობალური პანდემიის გამო, პროექტი ადაპტირდა ონლაინ რეჟიმში. 2020 წლიდან დღემდე Buzz Georgia/ბაზ-საქართველოს პიროვნული და სამეწარმეო განვითარების ტრენინგები გაირა 626 ქალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათგან შეირჩა 176 „Buzz ელჩი.“ შერჩეულმა ელჩმა ქალებმა დამატებით გაიარეს ინტენსიური ტრენინგები პიროვნულ მოტივაციაში, პროექტების წერასა და ეფექტურ ფინანსურ დაგეგმარებაში. ასევე, ჩაუტარდათ უფასო მასტერკლასები სოციალური მედიის მართვაში. გარდა ამისა, 2021 წლის ივნისი-ივლისის თვეში, იმერეთის რეგიონში, 8 ლოკაციაზე დამატებით 106-მა ადგილობრივმა ქალმა გაიარა Buzz Georgia-ს 2 დღიანი ინტენსიური ტრენინგ კურსი.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

პროექტის ამოცანებიდან გამომდინარე, „კრისტალი“ ხელს უწყობს ხარისხინია განათლების ხელმისაწვდომობას, რითაც ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის დანერგვას.

SDG 5 გენდერული თანასწორობა

გარდა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობისა, „კრისტალის“ პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდებსა და მეწარმე ქალებს, ამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის ჭრილში. შესაბამისად, „კრისტალი“ ხელს უწყოს მგდრადი განვითარების მეხუთე მიზნის მიღწევას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია