GE

ჰილტონ ბათუმის მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროგრამებს

ჰილტონ ბათუმი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და სამსახურში თანამშრომელთათვის შესაძლებლობების შესაქმნელად გუნდის წევრთა როლის გაძლიერებისათვის. „ჰილტონ ბათუმის“ ლიდერობის პროგრამა, რომელშიც 35­ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს, მოიცავს სხვადასხვა ტიპის სემინარს და ტრენინგს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

2015 წლიდან „ჰილტონ ბათუმი“ სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს აჭარაში არსებულ პროფესიულ კოლეჯებთან. სასტუმრო აქტიურადაა ჩართული კოლეჯების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასაქმების მიმართულებით.

„ჰილტონ ბათუმი“ ზრდასრულთა განათლების პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებითაც ერთ­ერთი პარტნიორია. სასტუმრო კოლეჯ „ახალ ტალღასთან“ ერთად ახორციელებს საბაზო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შეირჩევიან განათლების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც კოლეჯში სამწლიანი ინტეგრირებული კურსის  გავლის შემდგომ მიიღებენ, როგორც 12 კლასის ატესტატს, ასევე კოლეჯის დიპლომს, სამი წლის განმავლობაში კოლეჯში მყოფი პროფესიული სტუნ­ დეტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან  სასტუმროში.

პანდემიის პირობებში, „ჰილტონ ბათუმმა“ სხვადასხვა სასტუმროში უმუშევრად დარჩენილი პროფესიული სტუდენტები ჩართო სასწავლო პროცესში, რითაც უზრუნველყო დუალური პროგრამების მდგრადობა.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

„ჰილტონ ბათუმი“ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისა და პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების, პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობას, როგორც სტუდენტების, ისე თანამშრომლებისთვის. ამდენად, „ჰილტონ ბათუმს“  წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის განხორციელებაში.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია