GE

ჰენდიკრაფტი

კომპანია ჰენდიკრაფტი აწარმოებს პროდუქტს, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, მეტი დრო გაატარონ ბავშვებთან. აღნიშნული პროდუქტის შექმნისას კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქალებისთვის ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განვითარდნენ და სამუშაო ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი, შეძლონ, შეიძინონ ან განავითარონ საკუთარი პროფესია კერვის მიმართულებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

კომპანია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალების დასაქმებას და მათ პროფესიულ განვითარებას მათთვის კომფორტულ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულ ქალთა პროცენტულმა მაჩვენებელმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, ქალების დასაქმება და პროფესიული განვითარების სირთულე ისევ პრობლემად დგას. კომპანია ჰენდიკრაფტის საქმნიანობა კი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, კომპანია ორიენტირებულია რომ დაასაქმოს ქალი თანამშრომლები და ამასთან ერთად ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

SDG 4 ხარისხიანი განათლება

ჰენდიკრაფტის საქმიანობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს და საშუალებას აძლევს ქალებს მიიღონ ცოდნა, რომელიც მათი შემოსავლის წყარო ხდება. ჰენდიკრაფტი უზრუნველყობს ქალებისთვის კერვის სწავლებას და შემდეგ ამავე კუთხით მათ დასაქმებას.

SDG 5 გენდერული თანასწორობა

ასევე ჰენდიკრაფტის მიზანი, რომელიც გულისხმობს მეტი ქალის დასაქმებას, ეხმიანება გენდერულ თანასწორობას კომანიაში ყველა დასაქმებული ქალია. ჰენდიკრაფტის მთავარი მიზანი 2021 წლისთვის, არის წარმოების გაფართოება და დამატებით 3 ქალი თანამშრომლის დასაქმება.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია