GE

ელემენტ კონსტრაქშენი განათლების ფონდს უჭერს მხარს

კომპანია “ელემენტ კონსტრაქშენისთვის” ხარისხიანი განათლება და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლების პროცესში გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა ნაწილს დისტანციური სწავლებისათვის სათანადო პირობები, ტექნიკური რესურსი, ასევე ინტერნეტზე წვდომა, არ გააჩნდა.  პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური რეგიონებში იყო. ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ კახეთში არსებული ,,განათლების ფონდის“ მხარდაჭერა გადაწყვიტა. კომპანიამ 15 გამორჩეულად წარმატებულ მოსწავლეს პლანშეტური კომპიუტერები და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა შეუქმნა. ტექნიკური უზრუნველყოფის გარდა, კომპანიამ მოსწავლეების მენტორობის სურვილიც გამოთქვა. ახალგაზრდების განათლების შეტანილი წვლილისთვის ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ ,,განათლების ფონდისგან“ მადლობის სიგელი გადაეცა.

პროექტის ფარგლებში მობილიზებული რესურსების მეშვეობით, გლობალური პანდემიის პირობებში შექმნილი რამდენიმე პრობლემა გადაიჭრა,  მოსწავლეების დისტანციურ სასწავლო პროცესში მონაწილეობის საშუალება შეექმნათ.  

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია