GE

Catchup Georgia-მ ეკო-მეგობრული ყუთი CatchupBox შექმნა

Catchup Georgia-მ ეკო-მეგობრული ყუთი CatchupBox შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებას ისახავს მიზნად. CatchupBox წარმოადგენს ეკო-მეგობრულ ყუთს, რომელშიც მოთავსებულია ეკო-მეგობრული პროდუქტები და უზრუნველყოფს რესურსების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას. ასევე, ყუთზე მოთავსებულია QR კოდი, რომლითაც მომხმარებელი უკავშირდება აპლიკაციას. აპლიკაცია მოიცავს „ჭკვიან“ კალენდარს, რომელიც მომხმარებელს უგზავნის მარტივ, სასარგებლო რჩევებსა და მინიშნებებს, ინფორმაციას სხვადასხვა ეკო-მეგობრული პროდუქტის თუ ჩვევის შესახებ.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, ხელს უწყობს ეკო-მეგობრული პროდუქტების გამოყენებასა და რესურსების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას.  მეორე მხრივ, ყუთში მოთავსებული პროდუქტები, მასთან დაკავშირებული აპლიკაციისა და კალენდრის შეტყობინებები და ინფორმაცია კი  ხელს უწყობს გარემოს დაცვის საკითხების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკო-მეგობრული ჩვევების დანერგვას.

SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება

CatchupBox მნიშვნელოვნად მიემართება მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზანს და ხელს უწყობს მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ხელშწყობას. ყუთში მოთავსებული პროდუქტები ეკო-მეგობრულია და ხელს უწყობს მომხმარებელთა ცხოვრებაში ეკო-მეგობრული ჩვევების წახალისებას. ამასთან, კომპანიას სურს საქართველოში მწვანე სოციალური საწარმოებისა და მათი პროდუქტების წახალისება, გარემოს დაცვის საკითხების შესახებ ცნობიერების ამარლება.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია