GE

“სიდა” გლობალ კომპაქტის ახლადშექმნილი ქსელის სამდივნოდ განისაზღვრა

12 თებერვალს ხელი მოეწერა სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალ კომპაქტს შორის ფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც “სიდა” განისაზღვრა “გლობალ კომპაქტი საქართველო”-ს ახლადშექმნილი ქსელის (Emerging Global Compact Network Georgia) სეკრეტარიატად ხოლო “სიდას” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, სალომე ზურაბიშვილი – ქსელის საკონტაქტო პირად.

„სიდა“ 2015 წლის 12 აგვისტოს გაწევრიანდა გაეროს გლობალურ შეთანხმებაში – გლობალ კომპაქტში (UN Global Compact). გლობალ კომპაქტი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი ორგანო. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელშიც გაწევრიანებული არის 8000-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, მსოფლიოს 161 ქვეყნიდან, და 4000-მდე არასამეწარმეო პირი. ორგანიზაცია დამყარებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 10 საბაზისო პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

გლობალ კომპაქტთან მოლაპარაკებები საქართველოში ადგილობრივი ქსელის დაარსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს 2015 წლის აგვისტოს თვიდან. “გლობალ კომპაქტი საქართველო”- ს ახლადშექმნილი ქსელის დაწყებითი ფაზიდან აქტიურ ფაზაში გადასვლა და გლობალ კომპაქტთან მემორანდუმის გაფორმება 2016 წლის აპრილში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართული კონფერენციის ფარგლებში იგეგმება.

გააზიარე: