GE

სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობის განვითარების შესახებ

17-18 მარტს, ქ. ბორჯომში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან გასვლითი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პარტნიორული პროექტების შესახებ გამოცდილებისა და პერსპექტივების განხილვა, მულტი-სექტორული პარტნიორული შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების გამოვლენა.შეხვედრას ესწრებოდა 20-ზე მეტი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მულტი-სექტორული პარტნიორული პროექტების მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამოცდილების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ კერძო სექტორის პერსპექტივასა და გამოცდილებას პარტნიორული პროექტების მიმართულებით, მოლაპარაკებების ტექნიკასა და მნიშვნელობას პარტნიორობის განვითარების პროცესში.დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევა, პარტნიორული პროექტებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ.სამუშაო შეხვედრა ჩატარდა USAID / EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

გააზიარე: