GE

ქალთა ლიდერობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: როგორ დავამსხვრიოთ ე.წ. შუშის ჭერი

24 მარტს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა მულტი-სექტორული დიალოგი თემაზე – „ქალთა ლიდერობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: როგორ დავამსხვრიოთ ე.წ. შუშის ჭერი“.ღონისძიება გახსნეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩმა ულრიკ ტიდერსტრომმა, USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ანა წურწუმიამ და პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

შეხვედრა ჩატარდა გლობალური ინიციატივის Target Gender Equality-ის ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრმა ბიზნესებმა, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.დიალოგის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ასევე განიხილეს ბიზნეს სექტორში არსებული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში.

ღონისძიება ჩატარდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამასთან (CSEP) თანამშრომლობით.

გააზიარე: