GE

ქ.ფოთში STEM კონკურსი ჩატარდა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ფასილიტაციით მიმდინარე პარტნიორულ პროექტ “STEM თაობა”-ს ფარგლებში, რომელიც ქ. ფოთში, ფონდი ბილივი • Believe Foundation-ის მიერ ხორციელდება, STEM კონკურსი ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავდა ქ. ფოთში მცხოვრებ ახალგაზრდებში STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროების მიმართ ინტერესის გაღვივებას და კრეატიული აზროვნების უნარის განვითარებას.კონკურსის თემატიკა მოიცავდა შემდეგ სფეროებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა; გარემოს დაცვა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა. კონკურსში მონაწილე გუნდებს უნდა შეერჩიათ ერთი კონკრეტული პრობლემა და სპეციალური ჟიურისთვის წარედგინათ ამ პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული გზები STEM-ის გამოყენებით.კონკურსის გამარჯვებული იდეა გახდა ,,მაღვიძარა საათი” – ადაპტირებული საათი, რომლის სამაჯური ვიბრაციის საშუალებით სმენადაქვეითებულ ადამიანებისთვის მაღვიძარას როლს შეასრულებს. კონკურსანტების შეფასებაში ჩართული იყვნენ ინოვაციებზე ორიენტირებული სხვადასხვა ბიზნესების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატები, ხოლო პროექტის ფინალისტ 3 გუნდს სიმბოლური პრიზები გადასცეს კომპანიებმა:

ჯეპრა • Gepraმინისო • MinisoEdison Tech Solutions

გააზიარე: