GE

Target Gender Equality

Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერატორი პროგრამაა. მისი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში და გააძლიეროს მათი წვლილი მდგრადი განვითარების 5.5 მიზნის შესრულებაში. ეს მიზანი მოითხოვს 2030 წლისთვის ქალთა სრულ და თანაბარ მონაწილეობას მართვაში.

თემები, რასაც ისწავლიან მონაწილეები

– გენდერული თანასწორობის ბიზნეს სარგებელი– მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის სარგებლის გააზრება.
– ქალთა ლიდერობისთვის ამბიციური, თუმცა რეალისტური ამოცანების შემუშავებისას გასათვალისწინებელი შიდა და გარე ფაქტორები.
– როგორ ვაქციოთ სტრატეგიები პრიორიტეტულად და შევიმუშავოთ ერთიანი სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობისთვის.
– როგორ ავაგოთ ხელშემწყობი ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა, რათა თავიდან ავიცილოთ იზოლირებული მიდგომები და უზრუნველვყოთ ყველა დეპარტამენტის ჩართულობა.
– როგორ მივუსადაგოთ KPI-ები თითოეულ ეტაპს და უზრუნველვყოთ პროგრესის მონიტორინგი და კომუნიკაცია გამჭვირვალედ.
– როგორ ჩავრთოთ კოლეგები და ლიდერები პრიორიტეტულ თემებზე, მათ მიერ გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ჩემპიონობისთვის.

პროგრამაში მონაწილეობა
Target Gender Equality პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კომპანიას მოეთხოვება გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა ან მზადყოფნა, შეუერთდეს მას და, დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

🔹 იღებს ვალდებულებას, ისწავლოს მეტი კორპორაციული მიზნების დასახვაზე და მიიღოს ზომები ბიზნესში ქალთა წარმომადგენლობისა და ლიდერობის გაზრდის მიზნით

🔹 არის მზად, დანიშნოს ორი წარმომადგენელი პროგრამის აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და, აღმასრულებელი დონის „ელჩი“ პროგრამის სხვადასხვა ეტაპზე თვალყურის სადევნებლად, მხარდასაჭერად და მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად

პროგრამის აღწერა

ქვემოთ აღწერილი პროგრამა თითოეულ ქვეყანაში ვირტუალურად ჩატარდება, პარალელურად კი, დამატებით არჩევითი ჩართულობის შესაძლებლობები იქნება რეგიონულ და გლობალურ დონეზე:

🔹 საორიენტაციო ვებინარი კოლეგების გასაცნობად

🔹 საქმიანობის ანალიზი და WEPs-ის გენდერული ხარვეზების ანალიზის ინსტრუმენტის საფუძველზე მიღებული საერთო შედეგების დისკუსია

🔹 სამი სემინარი შესაძლებლობათა გასაძლიერებლად: მიზნების დასახვა და ამბიციის განსაზღვრა; წარმატების სტრატეგიები; პროგრესის გაზომვა და კომუნიკაცია

🔹 სამოქმედო გეგმის დასახვის გზამკვლევი დაეხმარება მონაწილეებს, გამოიყენონ ცოდნა საკუთარი კომპანიის კონტექსტში

🔹 გაეროს გლობალური შეთანხმების აკადემიის მეშვეობით პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, კარგი პრაქტიკებზე და სწავლის შესაძლებლობებზე ექსკლუზიური წვდომა

🔹 მაღალი დონის გლობალური ღონისძიებები, მათ შორის Target Gender Equality LIVE ყოველი წლის მარტში, ასევე ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გადავდგათ ღირებული ნაბიჯები ქალთა საერთაშორისო დღის გამოყენებით

🔹 ადვოკატირების შესაძლებლობები და სამოქმედო დიალოგები მრავალმხრივი ჩართულობით, რათა ერთობლივი ძალისხმევით ამაღლდეს სტანდარტები გენდერული თანასწორობისთვის

მნიშვნელოვანი თარიღები
▪ კომპანიის რეგისტრაცია: 2022 წლის მარტი–17 ივნისი
▪ პროგრამის დაწყება: 2022 წლის ივლისი
▪ პროგრამის დასრულება და შედეგების წარმოჩენის შესაძლებლობა Target Gender Equality LIVE ღონისძიებაზე: 2023 წლის მარტი