GE

ბიზნესი თანასწორობისთვის

„ბიზნესი თანასწორობისთვის“ პლატფორმის ფარგლებში ტარდება თემატური შეხვედრები გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციების მონაწილეობით. თემატური სფეროები საკმაოდ ფართოა და აქცენტს აკეთებს ქალთა გაძლიერებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ახალგაზრდებზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე, ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებზე, LGBTQI უფლებებზე, ხანდაზმულებსა და წევრი ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სხვა პრიორიტეტულ თემებზე.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში იქმნება პარტნიორული პროექტების ჯგუფი, სადაც ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას კონკრეტული პროექტის იდეის განხორციელებაზე.