GE

Labor rights and decent work

„შრომის უფლებები და ღირსეული სამუშაო“ პლატფორმის ფარგლებში ტარდება თემატური შეხვედრები გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციების მონაწილეობით. შეხვედრებზე მონაწილე ბიზნესები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, ღირსეულ სამუშაო პირობებზე. პლატფორმის ფარგლებში მოეწყო არა ერთი შეხვედრა შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებზე დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე, მედიაციის არსსა და მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე.