GE

SDG Ambition

პროგრამის აღწერა

პროგრამა SDG Ambition Accelerator (SDG ამბიციის აქსელერატორი) გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაა და წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ახალ სისტემას. პროგრამის მიზანია ბიზნესისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მდგრადი განვითარების მიზნებისა და გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრაციის მიზნით.

პროგრამის დახმარებით კომპანიები შეძლებენ მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირებას თავიანთ საქმიანობაში, რითიც ხელს შეუწყობენ გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას.
SDG Ambition Accelerator (SDG ამბიციის აქსელერატორი) ექვს-თვიანი პროგრამაა, რომელიც იწვევს და მხარს უჭერს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრ კომპანიებს ამბიციური კორპორაციული ამოცანების დასახვაში და მდგრადი განვითარების მიზნების ბიზნესის ცენტრალური მართვის პროცესებში ინტეგრაციის დაჩქარებაში.

პროგრამის მთავარი კომპონენტები: ამბიციური მიზნები და ამოცანები, ინოვაციური ტექნოლოგიები, მიდგომების ინტეგრაცია.
პროგრამა 6 თვიანია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრ კომპანიებს.

რას ისწავლით?

• როგორ მივანიჭოთ სტრატეგიული პრიორიტეტი ქმედებებს, რომლებიც დააჩქარებს თქვენი კომპანიის წვლილს 2030 წლის დღის წესრიგში
• როგორ დავსახოთ აბსოლუტურ ნიშნულთან (benchmark) შესაბამისი მიზნები, რომლებიც დღეს შესაძლოა მისწრაფებად გამოიყურებოდეს, მაგრამ გადამწყვეტია ეკონომიკებისა და საზოგადოებების ტრანსფორმაციის წარმართვისთვის
• როგორ მივუდგეთ მდგრადობის მენეჯმენტს განსხვავებულად და შევიმუშაოთ ახალი სისტემები, რომლებიც აერთიანებს SDG-ს. როგორ ჩავრთოთ SDG-სთან დაკავშირებული ბიზნეს მიზნები და შედეგები ძირითად პროცესებში და ბიზნესის მენეჯმენტში, რათა არსებითად დაჩქარდეს პროგრესი SDG-ებისკენ
• როგორ ჩამოვაყალიბოთ ბიზნეს სარგებლის მაგალითი და გავზარდოთ მდგრადობის მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის შიგნით

რას შეიძენთ?

• ბიზნესის საბაზისო ზემოქმედების გააზრებას, რაც ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი მდგრადობის სტრატეგიის შექმნას.
• ამბიციური მიზნების მიღწევის უნარს, რომელიც ისახავს ბიზნეს ქმედებების დახვეწას იმგვარად, რაც რეალურად საჭიროა SDG-ების მისაღწევად.
• მიმოხილვას იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგრადობის ამბიციური მიზნების ინტეგრირება და ჩართვა ბიზნეს ერთეულებში, შესრულების ინტეგრაციის ისეთი მიდგომის წამოწყებით, რომელიც ხელშემწყობ ტექნოლოგიებს იყენებს.
• ძირითად ინსტრუმენტებს ბიზნეს სარგებლის მაგალითის ჩამოსაყალიბებლად და მის გააზრებას.
• ინდუსტრიების გამოცდილებას, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ მდგრადი განვითარების მიზნებზე.
• SDG-ებზე ამბიციური ბიზნეს მოქმედებების ჩამოყალიბებასა და გაზიარების უნარს კორპორაციის ლიდერთა მრავალფეროვან ჯგუფთან ერთად.
• პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერთიფიკატს.

მიღების კრიტერიუმები
გაეროს გლობალური შეთანხმება იწვევს კომპანიებს, შემოუერთდნენ SDG Ambition-ს. კომპანიებს მოეთხოვებათ, იყვნენ გაეროს გლობალური შეთანხმების კარგი პრაქტიკის მქონე წევრები და აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
▪ ხართ გლობალური შეთანხმების თქვენი ქვეყნის ქსელის წევრი ან, მზად ხართ, შეუერთდეთ მას.
▪ მოწოდებული ხართ, გააძლიეროთ ამოცანების დასახვის პროცესი და განახორციელოთ ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნებისკენ პროგრესის გასაზრდელად.
▪ მზად ხართ, დანიშნოთ ორი წარმომადგენელი, სამი თვის მანძილზე კვირაში ორი საათის განმავლობაში პროგრამულ აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობისთვის და, ასევე, გამოყოთ აღმასრულებელი დონის „ჩემპიონი“, რომელიც მიადევნებს თვალს პროგრამის განვითარებას, უზრუნველყოფს მხარდაჭერას და მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ღონისძიებებში.

როგორ შევუერთდეთ
SDG Ambition Accelerator-ზე განაცხადები უკვე მიიღება.

▪ სააპლიკაციო პროცესი გაიხსნა:
2022 წლის 1 ივნისს
▪ რეგისტრაცია დასრულდება:
2022 წლის 30 სექტემბერს
▪ Accelerator დაიწყება:
2022 წლის ოქტომბერში