GE

SDG Pioneer

გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით, 2016 წლიდან, ხოლო საქართველოში – 2019 წლიდან ყოველწლიურად ტარდება კონკურსი -SDG პიონერი. კონკურსი ავლენს ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც მუშაობენ ბიზნეს სექტორში და თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ მათი კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

2019 წელს პირველად გამოვლინდა და დაჯილდოვდა SDG პიონერი და წოდება მიიღო “კრისტალის” გარემოსდაცვითი და სოციალური (E&S) დეპარტამენტის უფროსმა მაია ქობალიამ.

2020 წელს საქართველოში კონკურსი მეორედ ჩატარდა. კონკურსის ადგილობრივი რაუნდის გამარჯვებული აჭარა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია გახდა.