GE

თანამშრომლები

ქეთი ბოჭორიშვილი

გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივების კოორდინატორი

ვრცლად

ქეთი ბოჭორიშვილი

გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივების კოორდინატორი

ქეთი ბოჭორიშვილს აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო პროგრამების მართვისა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით. ქეთი გუნდს 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა. 2020-2021 წლებში ის იყო იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსი, 2015-2020 წლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრში სასწავლო პროგრამების მართვის კონსულტანტანტი, ხოლო 2013-2015 წლებში ბიზნესის საერთაშორისო სკოლის კოორდინატორი.

ქეთის აქვს 5 წლიანი გამოცდილება აკადემიურ სფეროშიც, ამჟამად კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში BA ხარისხის სტუდენტებისთვის „ბიზნესის საფუძვლები“.

ქეთი ბოჭორიშვილს აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

თამთა ლომთაძე

ანალიტიკისა და პარტნიორული პროექტების მიმართულების მენეჯერი

ვრცლად

თამთა ლომთაძე

ანალიტიკისა და პარტნიორული პროექტების მიმართულების მენეჯერი

თამთა ლომთაძე გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდს 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა. მას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის, ასევე კვლევითი და ანალიტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. თამთა სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სამსახურსა და არასამთავრობო სექტორში / ანალიტიკურ ცენტრებში: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რონდელის ფონდი და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ასევე, როგორც კონსულტანტი კვლევითი და პროექტების მართვის მიმართულებით.

თამთას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (გლაზგოს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის Chevening სტპენდიით), მაგისტრის ხარისხი დიპლომატიასა და საერთაშორსო პოლიტიკაში და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაცვლითი სემესტრით ვილნიუსის უნივერსიტეტში). გავლილი აქვს პროფესიული კურსები – ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა (2013-14), ვარშავის ევრო-ატლანტიკური აკადემია (WEASA, 2019, 2021)