GE

თანამშრომლები

სალომე ზურაბიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

ვრცლად

სალომე ზურაბიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

სალომე ზურაბიშვილმა 2016 წელს დაარსა და მას შემდეგ ხელმძღვანელობს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელს საქართველოში. ის ასევე გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ქსელის საბჭოს თავმჯდომარე და გლობალური ქსელის საბჭოს წევრია.

ბაკურ კვარაცხელია

პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელი

ვრცლად

ბაკურ კვარაცხელია

პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელი

ბაკურ კვარაცხელია ორგანიზაციას 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა. მანამდე ის მუშაბობდა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის მოადგილის თანამდებობაზე. ბაკურს გააჩნია როგორც დიპლომატიურ და საჯარო სამსახურში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ესტონეთში და ინდოეთში საქართველოს საელჩოებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ბაკური არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული არაერთი გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებული. ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს.  

ლანა ჩხარტიშვილი

საგანმანათლებლო პროგრამებისა და მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი

ვრცლად

ლანა ჩხარტიშვილი

საგანმანათლებლო პროგრამებისა და მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი

ლანა ჩხარტიშვილი სიდას გუნდს 2020 წელს შემოუერთდა. როგორც სადოქტორო კანდიდატი, ლანა აქტიურად მუშაობს CSR განათლების, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) და პასუხისმგებელი ბიზნესის ქცევის საკითხებზე. მას აქვს 7 წლიანი სასწავლო გამოცდილებით აკადემიურ სფეროშიც და ამჟამად ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში MBA და BA ხარისხის სტუდენტებისთვის “ბიზნესის ეთიკა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა”. ლანა ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის კაბინეტს.

ნინო კვანტრიშვილი

მდგრადობის საკითხებისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

ვრცლად

ნინო კვანტრიშვილი

მდგრადობის საკითხებისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

ნინო კვანტრიშვილს აქვს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. ნინო სიდას გუნდის წევრი 2020 წლის ივლისიდან გახდა. მანამდე ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2019-2020). ნინო მუშაობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში კომუნიკაციების ოფიცერის პოზიციაზე (2011-2014; 2016-2019). ასევე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში და იყო პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და  სამოქალაქო ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილების უფროსი (2014-2017).

ნინო კვანტრიშვილს აქვს მასტერის ორი ხარისხი მედია კომუნიკაციებში (ვებსტერის უნივერსიტეტი 2012-2013) და მედია კომუნიკაციების მენეჯმენტში (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი-ჯიპა 2006-2008).

რატი ზაუტაშვილი

ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი

ვრცლად

რატი ზაუტაშვილი

ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი

რატი ზაუტაშვილი სიდას გუნდს 2020 წელს შემოუერთდა. მას, უმაღლესი განათლება, მიღებული აქვს  ბიზნესის მართვის მიმართულებით.  12 წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში,  როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორში განხორციელებული აქვს ათეულობით საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტი. იგი აქტიურად მუშაობს ბიზნესის მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კორპორაციული პასუხმისმგებლობის  განვითარებას საქართველოში.

სოფო ხუჭუა

ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერი, შრომითი ურთიერთობების კონსულტანტი

ვრცლად

სოფო ხუჭუა

ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერი, შრომითი ურთიერთობების კონსულტანტი

სოფო ხუჭუას საჯარო და კერძო სექტორში დამოუკიდებელ იურისტად მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. სიდას გუნდს ის 2019 წელს შემოუერთდა. 

სოფოს აქვს უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით და არის საჯარო მმართველობის დოქტორანტი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე კვლევა და არის საერთაშორისო პუბლიკაციების ავტორი. სოფო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ამავე ასოციაციის შრომითი უფლებების კომიტეტის წევრია.

თემურ ტყეშელაშვილი

ფინანსური ხელმძღვანელი

ვრცლად

თემურ ტყეშელაშვილი

ფინანსური ხელმძღვანელი

თემურ ტყეშელაშვილი ორგანიზაციის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. არასამთავრობო სექტორში გადმოსვლამდე, იგი კერძო სექტორში და აუდიტორულ კომპანიებში მუშაობდა. თემურს დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა და ფლობს 3 უცხო ენას.

ნუგზარ გურული

ბუღალტერი

ვრცლად

ნუგზარ გურული

ბუღალტერი

ნუგზარ გურულს ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში. მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკის მიმართულებით და ფლობს სერთიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის სერტიფიკატს.

ანა დგებუაძე

ადმინისტრაციული ხელმძღვანელი

ვრცლად

ანა დგებუაძე

ადმინისტრაციული ხელმძღვანელი

ანა დგებუაძე ორგანიზაციაში ადმინისტრაციული და შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე 2020 წლიდან მუშაობს. 

მას 2012 წელს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი,  სადაც მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. ამის შემდეგ გააგრძელა სწავლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მიიღო მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით.

2011 წლიდან მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და რამოდენიმე საადვოკატო ბიუროში სამართლებრივი და ადმინისტრაციული მიმართულებით. ასევე მუშაობდა კერძო ბიზნესში ტურიზმის მიმართულებით, სადაც ჩართული იყო მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში.