GE

მულტი-სექტორული პარტნიორული პროექტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ

10 მარტს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა და დისკუსია მულტისექტორული პარტნიორული პროექტების წახალისების მიზნით საგზაო უსაფრთხოების შესახებ. პროექტის მიზანია საგზაო უსაფრთხოების მდგრადი სტანდარტებისა და წესების სასერტიფიკატო ონლაინ კურსის მომზადება და საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. ონლაინ ტრენინგის ქართული მოდული მომზადდება მსოფლიო ბანკის ონლაინ ტრენინგ მოდულზე დაყრდნობით: https://bit.ly/3pWpZv5 საგზაო უსაფრთხოების შესახებ მულტისექტორული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება: კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ მულტისექტორული პარტნიორული პროექტი განხორციელდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით. პროექტის განხორციელების ეტაპზე ორგანიზაციას ექნება ფასილიტატორის როლი დაინტერესებულ მხარეებს შორის. ინიციატივა განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (CSEP) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) მიერ, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით.

გააზიარე: