GE

ვისოლ ჯგუფი

  • ორგანიზაცია:

    ვისოლ ჯგუფი

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    დიდი

  • დაარსების თარიღი:

    2000

  • საკონტაქტო პირი:

    რუსუდან კბილაშვილი

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ჭავჭავაძის გამზ. #7ბ

„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორია 20 წლის წინ ნავთობპროდუქტების რეალიზაციით დაიწყო. დღესდღეობით „ვისოლი“ უკვე ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ქსელის ბიზნესსაც ანვითარებს. „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდებია: ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია~, ავტომომსახურების ქსელი „ვიანორ ჯორჯია“, უძრავი ქონების კომპანია MP Development-ი, სარეკლამო კომპანია „ალმა“, სუპერმარკეტების ქსელისმარტი~, ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდის საქართველო“, ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“.

პრიორიტეტული მიმართულებები:
გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და პანდემიის დროს ხანდაზმული ადამიანების დახმარებაა ამ ეტაპზე პრიორიტეტული

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
ნებისმიერ ორგანიზაციას ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვართოს იდეით

CEO:

“ვისოლ ჯგუფის წარმატებული ბიზნეს საქმიანობით, ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაში. ძლიერი ბიზნესი ნიშნავს დასაქმებულ ადამიანებს, ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მაღალპროფესიულ ადამიანურ კაპიტალს და ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ხარისხი წარმოადგენს ჩვენი ბიზნესის მთავარ ღირებულებას. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებით, ჩვენ მომხმარებლებს ვისოლის უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ. ბიზნესის მენეჯმენტსა და მომსახურებაში ინოვაციური სტანდარტების დანერგვით, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ საზოგადოების ცხოვრების სტანდარტების  განვითარებას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, და იმ ინდუსტრიების, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. გარდა ამისა, ვისოლი პასუხისმგებლობას იღებს გარემოს დაცვაზე და ახორციელებს სოციალურ ინვესტიციებს, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და ახორციელებს სათემო პროექტებს საზოგადოების სოციალური კეთილდღეობისთვის. ვისოლი იზიარებს GC– ს პრინციპებს და უფრო მეტიც, პირადად ჩემთვის პატივია ვიყო GC საქართველოს ადგილობრივი ქსელის თავმჯდომარეს.”

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა