GE

Tegeta Motors

  • ორგანიზაცია:

    Tegeta Motors • თეგეტა მოტორსი

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    დიდი

  • დაარსების თარიღი:

    1995

  • საკონტაქტო პირი:

    ნინო ჩეჩელაშვილი- 595086041

  • ელ. ფოსტა:

    [email protected]

  • მისამართი:

    129, D. Aghmashenebeli Alley

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

    ბიუჯეტი შედგენის პროცესშია

თეგეტა მოტორსი საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც 28 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ავტოინდუსტრიაში ბაზრის ლიდერად არის აღიარებული არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. საქართველოს გარდა, „თეგეტას“ მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მდებარეობს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა. თეგეტა – ეს არის ბიზნესის 25 წლიანი წარმატების ისტორია, რომელიც 400 000 მდე საცალო, 4000 მდე საბითუმო და 35 000 მდე კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის მომსახურება მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, საგზაო და სამშენებლო სპეც ტექნიკის რეალიზაციას და სრულ გაყიდვების შემდგომ მომსახურებას.

CEO

,,თეგეტა მოტორსისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის დამატებითი საქმიანობა, ეს კომპანიის განუყოფელი ნაწილია. წლების მანძილზე ჩვენ განსხვავებულ CSR პროექტებში ვიყავით ჩართულნი და ახლაც საინტერესო ინიციატივებს ვლობირებთ გარემოს დაცვის, განათლების, ინოვაციებისა და გენდერული საკითხების მიმართულებით” – ვახტანგ კაჭარავა

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა