GE

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:

  • იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.);
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.

პრიორიტეტული მიმართულებები:
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა (უფასო სამართლებრივი დახმარება)

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა