GE

შპს "ლიდერი"

  • ორგანიზაცია :

    შპს ,,ლიდერი"

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ქ. გორი, იერუშალაიმის ქ. #18

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    2014 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    ნინო გიორგაძე

სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ აწარმოებს 1-12 წლის ბავშვის უნიკალური, ექსკლუზიური და გამორჩეული მოდელების ტანსაცმელს, „Leader Kids“ დახვეწილი დიზაინით და სასიამოვნო ფერთა სინთეზით გამოირჩევა, ნაწარმი დამზადებულია ბუნებრივი მასალისაგან, სამოსზე დატანილი გამოსახულებები ნაქარგის სახით ბავშვს უვითარებს კოგნიტურ და სოციალურ უნარებს. შპს „ლიდერი“-ს საქმინობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალთა გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, სწორედ ამიტომ, “ათასწლეულის ფონდმა”, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ” ერთად 2019 წელს კომპანია დააჯილდოვა კონკურსში – “ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“. კონკურსში გაიმარჯვეს, ქალების განათლების ხელშეწყობის, პროფესიულ განვითარების და წინსვლისათვის.

პრიორიტეტული მიმართულებები:
მოწყვლადი ქალების დასაქმება გადამზადების გზით. სამკერვალო ნარჩენის წარმოება, ნარჩენის შემცირების მიზნით.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
მაქსიმუმ 1 კვირა სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას. დოკუმენტაციის ჩამონათვალს ვადგენთ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად,

CEO:

სოციალურ პასუხისმგებლობას არ სჭირდება მასშტაბები, დიდი საქმეების კეთება პატარა კომპანიებსაც შეუძლიათ. კონფლიქტის რეგიონში, სოციალურად მოწყვლადი ქალების გაძლიერება ჩვენი მთავარი სოციალური მიზანია რადგან დარწმუნებული ვართ კერძო სექტორის როლი გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაში უმნიშვნელოვანესი. ძლიერი ქალი ნიშნავს ძიერ ეკონომიკას!

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა