GE

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია

  • ორგანიზაცია:

    საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია

  • სექტორი:

    ასოციაცია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    2015

  • საკონტაქტო პირი:

    ანა ცხადაძე

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    ჩუღურეთის რაიონი, მნათობის ქ. 36

ნარჩენების მართვის ასოციაცია დაფუძნდა 2015 წელს. მასში გაწევრიანებული არიან ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებლი კომპნიები. ამჟამად ასოციაცია აერთიანებს 25 წევრს. ასოციაციის წევრები შემდეგი ტიპის ნარჩენების გადამუშავებას ახორციელებენ: ქაღალდი, პლასტიკი, პოლიეთილენის ბოთლები, შუშა, ალუმინის ქილები, საბურავები, ხის ნარჩენები, გამოყენებული საკვები ზეთები, ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები, სახიფათო ნარჩენები.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ხარისხიან განათლებაში მნიშვნელოვანია: ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის კუთხით; პროფესიული განათლება. მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურის მხრივ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების გამართვა, ნარჩენების შეგროვების სისტემების მოწყობა. პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის: ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვნია კერძო და საჯარო თანამშრომლობის ხელშეწყობა. აუცილებელია კერძო ბიზნესის ჩართულობა და საჯარო სექტორის მხრიდან მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
არასამთავრობო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს პროაქტიულად შეუძლიათ დაგვიკავშირდენ იდეებით. 4-7 დღემდე სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას.

CEO:

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის (სნმა) მისიაა ნარჩენების მართვის სექტორის განვითარება და ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა