GE

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)

  • ორგანიზაცია:

    საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)

  • სექტორი:

    არასამთავრობო ორგანიზაცია

  • ზომა:

    საშუალო

  • დაარსების თარიღი:

    27.11.2012

  • საკონტაქტო პირი:

    თამთა მამულაიძე

  • CR ინიციატივებისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი:

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    თბილისი, ატენის 16ა

ჩვენ ვაერთიანებთ ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.
ხედვა- საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ფერმერთა მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.
ისტორია – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-მდე ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას.


პრიორიტეტული მიმართულებები:


ასოციაცია, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი, მიზნად ისახავს გლობალური შეთანხმების პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში და ორგანიზაციულ კულტურაში ინტეგრირებას, რაც გულისხმობს პარტნიორებთან კომუნიკაციას, ბენეფიციართა უფლებების დაცვას, ადვოკატირებას, კორუფციასთან ბრძოლას, ორგანიზაციის ჩართულობას გარემოსდაცვით საქმიანობაში, თანამშრომელთა მოტივაცია/შენარჩუნებას, განათლების ხელმისაწვდომობას და უკეთესი სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ თითქმის ყველა პროექტში ჩადებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების ხელშეწყობის კომპონენტი. ასოციაცია ხელს უწყობს ფერმერების გაძლიერებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას.
ამასთან ერთად, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების (როგორიც არის ქალები, პატიმრები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) გაძლიერების მიმართულებით, ორგანიზაცია ხელს უწყობს მათ განვითარებას პროფესიული განათლების მიწოდების გზით, რაც მათთვის მდგრადი ეკონომიკური შესაძლებლობის წინაპირობას წარმოადგენს.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში დამოუკიდებელი კომისიის ჩართულობით ახდენს გადაწყვეტილების მიღებას. კონკურსი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ეტაპისგან შედგება და 1 – 3 კვირაა საჭირო საბოლოო შედეგების მისაღებად. უმეტესად კონკურსანტებისგან საჭიროა სამოტივაციო ან/და ბიზნეს გეგმის მიღება დამატებით დოკუმენტებთან ერთად. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მონიტორინგის სისტემაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს პროექტს შეუნარჩუნოს მდგრადობა.

CEO:

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობაა, რაც ორგანიზაციის მენეჯმენტის და თითოეული თანამშრომლის აზრით, უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას გულისხმობს.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა