სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტოს – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მიიღონ ამერიკული ხარისხის განათლება თბილისში. სტუდენტებს აქვთ საშუალება მოიპოვონ საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული ბაკალავრის ხარისხი კავკასიის შუაგულში. სან დიეგოს სახელწმიფო უნივერსიტეტი, სამ წამყვან ქართულ უნივერსიტეტთან ერთად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – აბიტურიენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აკრედიტირებულ ბაკალავრის ხარისხს მეცნირების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამების შეთავაზებით უნივერსიტეტი მხარს უჭერს როგორც მშენებლობის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სფეროების განვითარებას, ასევე საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებას და ამ გზით ქვეყნის ეკონიმიკურ ზრდას.
პრიორიტეტული მიმართულებები:
ადგილობრივი STEM საზოგადოების – უნივერსიტეტების, პროფესორებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მიღებაში.
CEO:
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში განაგრძობს გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერას ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით. SDSU საქართველო აგრძელებს ადგილობრივი STEM საზოგადოების – უნივერსიტეტების, პროფესორებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას საერთაშორისო სტანდარტების მისაღებად.