GE

პარკი არ მინდა

  • ორგანიზაცია:

    პარკი არ მინდა

  • სექტორი:

    არასამთავრობო ორგანიზაცია

  • ზომა:

    მცირე

  • დაარსების თარიღი:

    2019 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    ტატიანა რემნევა

  • ელ. ფოსტა: [email protected]
  • მისამართი:

    მცხეთის ქ. #7

კომპანიის შესახებ:
„პარკი არ მინდა“ არასამთავრობო ეკოსაგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც მარიამ ფესვიანიძემ და ტატიანა რემნევამ დააარსეს.
ორგანიზაციის მიზანია ეკომეგობრული ცხოვრების შესახებ საქართველოში საზოგადოების ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების გაცემა დაინტერესებული პირებისთვის მდგრადი და მწვანე პრაქტიკების კუთხით.
მიზნის მისაღწევად ორგანიზაციამ რამდენიმე პროდუქტი შექმნა: ნაჭრის ჩანთები, ეკო-ტაქსი; რეგულარულად ატარებს ღონისძიებებს: ეკონეთვორქინგები, საჯარო საუბრები, შაბათობები, Clean Game-ები და სვოპ წვეულებები.

პრიორიტეტული მიმართულებები:
მდგრადი და მწვანე ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ნარჩენების შემცირებისკენ მიმართული აქტივობების მხარდაჭერა; კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება და გარემოს დაცვა.

CEO
,,კორპორაციულ პასუხისმგებლობას არ სჭირდება მასშტაბები, დიდი საქმეების კეთება პატარა კომპანიებსაც შეუძლიათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი და ჯანსაღი მომავლის შექმნას თანაბარი შესაძლებლობებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ უფრო მეტად იყვნენ პასუხისმგებელნი იმ გავლენების მიმართ, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ახდენს ყოველდღიურ საქმიანობაში.”


ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა