GE

MBC სს მიკრო ბიზნეს კაპიტალი

კომპანიის შესახებ:
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” (MBC) თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზება და გამჭვირვალე ურთიერთობა მომხმარებლებთან.

საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები:
ფინანსური განათლება, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება, გარემოზე ზრუნვა.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კომპანია მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორული პროექტების განხორციელებას და მზადყოფნას გამოთქვამს პროაქტიურად განიხილოს წარდგენილი იდეები.

CEO
,,ემბისისთვის პასუხისმგებლიანი ბიზნესი არის მუდმივი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ჩვენ წილ პასუხისმგებლობას თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, ფართო საზოგადოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც გვიწევს ოპერირება.
დაარსების დღიდანვე მიზნად დავისახეთ ბაზარზე სანდო და გამჭვირვალე რეპუტაციის დამკვიდრება. ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა და შესაბამისი ღირებულებითი ჩარჩოები, აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენს ბიზნეს-ფილოსოფიასთან. ვალდებულებად ვთვლით კომერციულ წარმატებას მივაღწიოთ ეთიკური ნორმების სრული დაცვით, ვიზრუნოთ გარემოზე და საზოგადეობაზე, გავუზიაროთ ცოდნა მათ ვისაც ამის საჭიროება აქვთ,” – ეთერ ჩაჩიბაია.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა