GE

ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომომადგენლობა საქართველოში დაარსდა 2003 წელს და არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ბაზარზე არსებულ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. კომპანია უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ორიგინალი პრეპარატების შესახებ სამედიცინო საზოგადოების ინფორმირებას და პაციენტებისთვის აღნიშნულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას.

პრიორიტეტული მიმართულებები:
ჯანდაცვის მიმართულებით კომპანიის მიზანია კონკრეტული დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება, როგორც სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე მთელი პოპულაციის მასშტაბით. თანამშრომლებზე ზრუნვის მიმართულებით კომპანიის მიზანია შექმნას ჯანსაღი და ღირსეული სამუშაო გარემო და უზრუნველყოფს მათთვის უწყვეტი განათლების, პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა. კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კეთილდღეობას კონკურენტუნარიანი სახელფასო ფონდით, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კომპანიის ინიციატივით ხშირად ხორციელდება ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტი, მაგალითად როგორიც არის სხვადასხვა დაავადების შესახებ პოპულაციის ცნობადობის ამაღლება. ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იდეით, მოხდება შემოთავაზებული პროექტის კომპანიის გლობალურ მიზნებთან შესაბამისობის შემოწმება და ორი კვირის ვადაში მიიღება გადაწყვეტილება თანამშრომლობის შესახებ. ინიციატორის მხრიდან წარმოდგენილი
უნდა იყოს მკაფიო მიზანი და მოსალოდნელი შედეგები, ასევე აუცილებელია
განხორციელებული პროექტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

CEO:

”მდგრადი განვითარება უნდა აკმაყოფილებდეს აწმყოში არსებულ საჭიროებებს, ისე, რომ არ დაირღვეს მომავალი თაობების შესაძლებლობები, დააკმაყოფილონ საკუთარი საჭიროებები.”

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა