GE

კრისტალი

  • ორგანიზაცია:

    ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი"

  • სექტორი:

    კომპანია

  • ზომა:

    მსხვილი

  • დაარსების თარიღი:

    2007 წელი

  • საკონტაქტო პირი:

    მაია ქობალია

  • ელ. ფოსტა:

    [email protected]

  • მისამართი:

    ქ. ქუთაისი, ნიკეას #22

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ არის განვითარების პლატფორმა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა დაიწყო 20 წლის წინ და დღესდღეისობით ემსახურება 104,000 მომხმარებელს, მთელი საქართველოს მასშტაბით – 50-მდე ფილიალით და დასაქმებული ყავს 1,000+ ადამიანი.

პრიორიტეტული მიმართულებები:
მიზანი 1-ის მისაღწევად კომპანიას კომპლექსური მიდგომა აქვს. კრისტალის საქმიანობის მისია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებაა საქართველოში, ამასთანავე “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის” ფარგლებში ხელს უწყობს ახალგაზრდებში დასაქმების და მეწარმეული საქმიანობის გაძლიერებას, რომელიც მე-8 მიზნის მიღწევასაც მოიცავს. ხარისხიანი განათლების მიმართულება მიზნად ისახავს როგორც კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებისათვის, ასევე ახალგაზრდებისათვის და საფინანსო სექტორში მუშაობით დაინტერესებული პირებისათვის კრისტალში პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას. გენდერული თანასწორიბის მიზნის მისაღწევად, კრისტალი 2016 წელს შეუერთდა WEPs – ს, როგორც ერთ-ერთი პირველი, იმ 5 ქართულ კომპანიას შორის, რომელთაც ხელი მოაწერეს WEPs-ის პრინციპებს. კრისტალი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის დამყარებას შემდეგი აქტივობებით: “კრისტალმა” 2017 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ეფექტური თანამშრომლობით შეიმუშავა ქალთა გაძლიერების სამოქმედო გეგმა.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
კომპანია არ აცხადებს ღია კონკურსს საპროექტო იდეების მისაღებად, თუმცა მზად არის პარტნიორული პროექტების განხორციელებისთვის სათანადო წინადადებების განსახილველად.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა