კონსე

კონსე იურიდიული კომპანიაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მრავალმხრივ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. კონსე ძირითადად საქმიანობს ბიზნეს სამართლის მიმართულებით და საკორპორაციო და კომერციულ ტრანზაქციებს ახორციელებს სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, საავიაციო ინდუსტია, უძრავი ქონება, კვების და სასმელების ინდუსტრია, სათამაშო ბიზნესი, კრიპტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ფინტეკ ინდუსტრია. კონსეს უმთავრესი მიზანია მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურების მიწოდება და ეფექტური სამართლებრივი გადაწყვეტილებების შეთავაზება კლიენტთათვის. კონსეში სჯერათ, რომ ახლებური და მრავალმხრივი მიდგომები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამართლებრივი კონსულტაციების ხარისხს.
Ceo
ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დამოკიდებულებებს საქმისადმი განიხილავდნენ როგორც ეთიკურს, პასუხისმგებლიანს და ფართო საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანს. ამ საკითხების ხელშეწყობისთვის, ჩვენ მოწადინებული ვართ საზოგადოებისთვის საერთო სიკეთის შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ სხვადასხვა პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გზით.